ფეხბურთი

20:46 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

იობაშვილი "მერანში" ბრუნდება

ლანჩხუთის "გურიას" 25 წლის ცენტრალური მცველი ვალერი იობაშვილი მარტვილის "მერანის" რიგებში ვარჯიშობს და სავარაუდოდ მალე მარტვილელებთან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

შეხსენებისთვის, "გურიაში" გადასვლამდე იოაბაშვილი სწორედ "მერანის" ღირსებას იცავდა და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც იყო.

იობაშვილის წასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა "მერანში", გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის ვალერი იობაშვილი.

 

ედემი ელერჯია

0.123591