ფეხბურთი

13:39 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვი: “კლინსმანთან დუელი განსაკუთრებულია”

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ აღნიშნა, რომ ჯგუფში იურგენ კლინსმანთან დაპირისპირება მისთვის განსაკუთრებულია.  აშშ-ს თავკაცი კლინსმანი, როდესაც ბუნდესნაკრებს უძღვებოდა, ლიოვი მისი ასისტენტი იყო, ხოლო შემდეგ ეროვნული გუნდი ჩაიბარა. G ჯგუფში გერმანიისა და აშშ-ს გარდა, პორტუგალიისა და განას ნაკრებები მოხვდნენ.

“კენჭისყრას მშვიდად ვუყურებ და ყველაფერს ისე ვიღებ, როგორც არის. მარტივი ჯგუფი არაა, მაგრამ წარმატების მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით. ახლა, როდესაც უკვე ყველა მეტოქე და ის ქალაქები ცნობილია, სადაც ვითამაშებთ, შეგვიძლია მომზადების შემდეგი ეტაპი დავიწყოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე კლიმატი დიდ როლს ითამაშებს. შევეცდებით ტურნირის დაწყებამდე ვარჯიშის დროს ყველაფერს მივეჩვიოთ. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე განას ვეთამაშეთ, ხოლო პორტუგალიას ევრო-2012-ზე შევხდით. ამერიკელებთან და იურგენ კლინსმანთან დუელი განსაკუთრებულია. მასთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბრაზილიაში აბსოლუტურად იდეალურ პირობებში ვიცხოვროთ” – იუწყება ლიოვის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

 

0.11445