შესაძლოა, გენუის “სამპდორიას” თავკაცმა სინიშა მიხაილოვიჩმა მომდევნო სეზონიდან მილანის “ინტერი” ჩაიბაროს. “სკაი სპორტ იტალიას” ცნობით, “ნერაძურის” ხელმძღვანელობა 45 წლის სერბთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
მილანელები ამჟამინდელი თავკაცის – ვალტერ მაცარის მუშაობით კმაყოფილნი არ არიან და დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ, მწვრთნელი შეიცვალონ. თავის მხრივ, მიხაილოვიჩს “სამპდორიადან” წასვლა არ სურს, მაგრამ გენუელები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობენ და შესაძლოა, სერბს “ინტერისკენ” გზა გაუხსნან.
შეგახსენებთ, რომ მიხაილოვიჩი “ინტერის” ღირსებას 2004-2006 წლებში იცავდა. 2006-2008 წლებში, სერბი რობერტო მანჩინის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.