მილანის “ინტერი” ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდის – რობერტო სოლდადოს შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.
მილანელები შეტევის ხაზის გაძლიერებაზე მუშაობენ და რამდენიმე კანდიდატურაც ჰყავს. სატრანსფერო სიაში მოწინავე პოზიციაზე სწორედ სოლდადოა, რომელიც “ტოტენჰემიდან” აბარგებაზე ფიქრობს.
თუკი “ინტერი” სოლდადოს ვერ შეიძენს, “ფულემის” ფორვარდ კოსტას მითროღლუზე ამუშავდება.