ფეხბურთი

13:07 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” მოურინიო სურს

მილანის “ინტერის” მფლობელი ერიკ ტოხირი ლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს იტალიაში დაბრუნებას უპირებს. ამის შესახებ აპენინური მედიასაშუალებები იუწყებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოხირი ამჟამინდელი მესაჭის – ვალტერ მაცარის მუშაობით უკმაყოფილოა და მის დათხოვნას გეგმავს. მილანელები მის ადგილზე პორტუგალიელის დაბრუნებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით, “ინტერმა” სკუდეტო ორჯერ მოიგო და უეფას ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა. გარდა ამისა, მილანელებმა იტალიის თასი და სუპერთასიც დაისაკუთრეს.

 

0.141849