მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობას “კარდიფის” ნახევარმცველის – გარი მედელის შეძენა სურს. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.
იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “ნერაძურის” ხელმძღვანელობამ უელსელებს ოფიციალური სატრანსფერო წინადადებით უკვე მიმართა. “ინტერი” ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში 7 მილიონ ევროს იხდის.
ცნობისათვის, მედელმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა.