მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – სტევან იოვეტიჩის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.
მილანელებს ჩერნოგორიელის იჯარით აყვანა იანვრის სატრანსფერო სეზონშიც სურდათ, მაგრამ კლუბებს შორის გარიგება არ შედგა. სადღეისოდ, “ნერაძურის” პრეზიდენტი ერიკ ტოხირი იჯარას გამორიცხავს და იოვეტიჩის სატრანსფერო უფლებების სრულად შეძენას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მილანელები უკვე გაძლიერდნენ ნემანია ვიდიჩით, დოდოთი და იან მ’ვილათი.