მილანის “ინტერის” ახალგაზრდა თავდამსხმელი მაურო იკარდი ფეხბურთის თამაშს უახლოესი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი ისაა, რომ 20 წლის ფეხბურთელმა თიაქრის ოპერაცია გაიკეთა.
მაურო იკარდი “ინტერში” გასულ ზაფხულში გადავიდა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ის მოედანზე შეცვლაზე 6-ჯერ შევიდა. არგენტინელის აქტივში 2 გოლია.