მილანის “ინტერი” სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ფორვარდის – ჰალკის შეძენითაა დაინტერესებული. Tribal Football-ის ცნობით, “ნერაძური” ბრაზილიელის გადაბირებას იანვრის სატრანსფერო სეზონში ეცდება.
მოგეხსენებათ, “ინტერის” ახალი მფლობელი ინდონეზიელი ბიზნესმენი ერიკ ტოხირია, რომელსაც გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება სურს. სავარაუდოდ, მხარეებს შორის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება უახლოეს დღეებში დაიწყება.
თავის მხრივ, “ზენიტმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა და რამდენად დათმობს თავის ერთ-ერთ ლიდერს, ძნელი სათქმელია.