ფეხბურთი

14:00 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” ეტო’ოს დაბრუნება სურს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მილანის “ინტერი” მახაჩყალის “ანჟის” ფორვარდის სამუელ ეტო’ოს გადაბირებას ეცდება. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ თავად კამერუნელმა კარიერის იტალიაში დასრულება მოისურვოს და რუსეთი დატოვოს. თუკი ეტო’ო მილანში გადაბარგებას დათანხმდება, წლიური ანაზღაურება მნიშვნელოვნად შეუმცირდება. სავარაუდოდ, “ინტერი” აფრიკელს წელიწადში 3 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ცნობისათვის, ეტო’ოს “ანჟისთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.

 

0.11553