მილანის “ინტერს” რომის “ლაციოს” ნახევარმცველის – ერნანესის შეძენა სურს. Corriere dello Sport-ის ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი “ნერაძურის” თავკაცი ვალტერ მაცარია, რომელიც ბრაზილიელს 3-4-1-2 ტაქტიკური სქემისთვის იდეალურად მოიაზრებს.
პრობლემა ისაა, რომ რომაელები შუახაზელს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან. ამ თანხის მოსაძიებლად, მილანელებს რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება მართებთ.
არაა გამორიცხული, ერნანესის სანაცვლოდ, “ინტერმა” “ლაციოს” გარკვეული თანხა და რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი შესთავაზოს. აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელის გადაბირება “მილანსა” და მადრიდის “ატლეტიკოსაც” სურთ.