იტალიურ პრესას თუ დავუჯრებთ, მილანის “ინტერი” “პარი სენ ჟერმენის” შემტევის, ჟერემი მენეზის იტალიაში დაბრუნებითაა დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში, მენეზს პსჟ-ს შემადგენლობაში იმდენად ხშირად თამაში არ უწევს, რამდენიც თავად ფეხბურთელს სურს. ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, ფეხბურთელმა მოედანზე საერთო დროის 62% დაჰყო. ჩატარებულ 28 შეხვედრაში (22 ძირითად შემადგენლობაში). მენეზმა თავი 4 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, 25 წლის შემტევის სამსახურით მილანის “ინტერია” დაინტერესებული. სახელდება კონკრეტული თანხაც – 8 მილიონი ევრო.
მენეზს იტალიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2008-2011 წლებში, “რომას” შემადგენლობაში, მან 114 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.