ფეხბურთი

0:56 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ გამოიყენა

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში, ვალტერ მაცარი იმ გუნდს ეწვია, რომელსაც ის 2003-04 წლების სეზონში წვრთნიდა და რომელიც სერია B-დან სერია A-ში გადაიყვანა. მისმა „ინტერმა“ პირველი ტაიმში ორბურთიანი სხვაობით კი იმარჯვა, მაგრამ ზედიზედ მე-3 მოუგებელი თამაში მაინც ჩაატარა.

შესვენებამდე გოლები სტუმართა სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელებმა, ერნანესმა და როდრიგო პალასიომ გაიტანეს. მე-2 ტაიმის დასაწყისში პაულინიომ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ძირითადი დროის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე, გუარინმა შეცდომა დაუშვა და ემეგარა ჰანდანოვიჩთან პირისპირ გაიყვანა, რასაც ქულების გამყოფი გოლის გატანა მოჰყვა.

ასაკს კვლავ არ იმჩნევს ანტონიო დი ნატალე, რომელმაც „უდინეზეს“ მორიგი მატჩი მოაგებინა. ბოლო სამი თამაში, რომელშიც უდენელებმა იმარჯვეს, 1:0 დასრულდა და სამივე შემთხვევაში გოლი დი ნატალემ გაიტანა, ხოლო 36 წლის თავდამსხმელის ზუსტი დარტყმის გარეშე გუნდს 2013 წლის 21 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია. ბოლოადგილოსან „კატანიასთან“ გამართულ შეხვედრაში დი ნატალემ თავი 68-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან პერეირას ჩაწოდებას ზუსტი დარტყმა მოაყოლა.

 

უდინეზე-კატანია 1:0 (0:0)

უდინე, “ფრიული” 12000

უდინეზე (3-2-3-1-1): სკუფეტი, ორტო, დანილო, დომიცი, ბასტა (ბადუ 62), გაბრიელი, პინცი, ალანი, პერეირა (ვიდმერი 82), ლოპესი (ფერნანდესი 46), დი ნატალე.

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

კატანია (4-3-3): ანდუხარი, ისკო (პერუცი 87), გიომბერი, ბელუსკი, მონსონი, პლაზილი (ფედატო 81), ლოდი, რინაუდო, ბარიენტოსი, ბერგესიო, კეკო (ლეტო 65).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

გოლი: 1:0 დი ნატალე (68).

გაფრთხილებები: გაბრიელი 43, დანილო 60 - ბელუსკი 29, რინაუდო 30, ისკო 58, ბერგესიო 71, ლეტო 81.

მსაჯი: დანიელე დოვერი.

ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 13 (7)-20 (7), კუთხური: 4-11, თამაშგარე: 2-0, სეივი: 7-6, ჯარიმა: 9-11.

 

ლივორნო-ინტერი 2:2 (0:2)

ლივორნო, “არმანდო პიჩი

ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, ვალენტინი, ემერსონი (დუნკანი 55), კასტელინი, ბიაჯანტი, მბაიე, ბენასი, გრეკო (სილიგარდი 73), მესბა, პაულინიო, ბელფოდილი (ემეგარა 55)

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი, როლანდუ, სამუელი, ჟუანი, ჟონათანი (ძანეტი 80), კუზმანოვიჩი, ერნანესი (გუარინი 69), დ’ამბორზიო, ალვარესი (ბოტა 87), პალასიო, იკარდი

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გოლები: 0:1 ერნანესი (37), 0:2 პალასიო (45+1), 1:2 პაულინიო (54), 2:2 ემეგარა (85)

გაფრთხილებები: კასტელინი 70 - ერნანესი 20, სამუელი 81, ბოტა 87

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

ბურთის ფლობა: 28%-72%, დარტყმა: 9 (4)-18 (6), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-2, ჯარიმა: 20-11.

0.113432