იტალიური პრესის ცნობით, მილანის “ინტერი” ტანმაღალი ნორვეგიელი თავდამსხმელის, ჯონ კარეუს რამდენიმე თვით დამატებას აპირებს.
197 სანტიმეტრის სიმაღლის კარეუმ საფეხბურთო კარიერა გასულ ზაფხულში, “ვესტ ჰემიდან” წასვლის შემდეგ დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, მას ფეხბურთი აღარ უთამაშია, 33 წლის შემტევი მილანელთა ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა. ამის მიზეზი ისაა, რომ მიმდინარე სეზონში, “ინტერს” დიეგო მილიტო ვერ დაეხმარება და “ნერაძურის” მხოლოდ იმ ფეხბურთელის დამატების უფლება აქვს, რომელსაც რომელიმე კლუბთან კონტრაქტი არ აკავშირებს.
Calcio News-ის ცნობით, “ინტერი” კარეუს კონტრაქტის სეზონის ბოლომდე გაფორმებას და სანაცვლოდ 300 ათას ევროს შესთავაზებს.