ფეხბურთი

17:49 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” ბელფოდილთან 5-წლიანი გააფორმა

 

ალჟირული ფესვების მქონე ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელი ისაკ ბელფოდილი “ინტერის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მილანური კლუბის ვებგვერდის ცნობით, “პარმას” ყოფილმა შემტევმა “ნერაძურისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იტალიური პრესის ცნობით, ბელფოდილის სატრანსფერო უფლებების 50%-ში “ინტერმა” 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელი წელიწადში 1 მილიონ ევროს მიიღებს.

ისაკ ბელფოდილი “პარმაში” 2012 წელს “ლიონიდან” გადავიდა. სერია A-ს გასულ გათამაშებაში მან მოედანზე საერთო დროის 58% დაჰყო. ჩატარებულ 33 თამაშში (22 სასტარტო შემადგენლობაში) ბელფოდილმა 6 გოლი გაიტანა, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1 თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, მიიღო 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი.

0.139701