ფეხბურთი

19:09 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის” ხელმძღვანელობა მაცარისგან ევროპის ლიგაზე გასვლას ითხოვს

წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, ევროტურნირის საგზურის ვერმოპოვების შემთხვევაში, მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი უმუშევარი დარჩევა.

“ნერაძურის” პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი კი ირწმუნება, რომ მაცარის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ Corriere dello Sport-ი და La Gazzetta dello Sport-ი სხვა ინფორმაციას ავრცელებენ. იტალიელი ჟურნალიტების ცნობით, ვალტერ მაცარის, “ინტერში” დასარჩენად, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება მოუწევს.

იმისათვის, რომ “ინტერი” ევროპის ლიგაზე გავიდეს, მილანელებმა მინიმუმ მე-6 ადგილი უნდა დაიკავონ. ამჟამად, გუნდი მე-5 ადგილზეა და მეშვიდეადგილოსან “ატალანტას” 3 ქულით უსწრებს, მაგრამ ბერგამოელთა შესანიშნავი ფორმა მილანელებს სიმშვიდის საფუძველს არ აძლევს.

0.122391