თამაშგარე

11:22 | 19.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

”ინტერის” ტიფოზები ანდრეა ბოჩელის აღმერთებენ

ქართველებისათვის უკვე კარგად ცნობილი, იტალიელი საოპერო მომღერალი, ანდრეა ბოჩელი აპენინებზე მილანის ”ინტერის” თავგადაკლულ ქომაგად ითვლება. ”ინტერნეციონალეს” თითქმის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ბოჩელის აუცილებლად დალანდავთ ”ჯიზეპე მეაცაზე” და ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც, იტალიელი მომღერალი ”ინტერის” მისამართით სულ თაფლივით სიტყვებს ღვრის.

სწორედ ასეთი ერთგულებისა და დაფასების გამო, ”ინტერის“ ქომაგებმა, რომლებიც ბოჩელის ძალიან დიდ პატივს სცემენ,  თხუთმეტ აპრილს, სპეციალურად ბოჩელისათვის მცირე საზეიმო შეხვედრა (ჩვენებურად შინაურული სუფრა) მოაწყვეს. ბუნებრივია, ანდრეა შეხვედრაზე თავპატიჟდაუდებლად მივიდა, სხვა ”ინტერისტებთან” ერთადაც გვარიანად მოილხინა და ორიოდე სამხიარულო სიმღერაც შეასრულა. ბოლოს კი, არც მცირეოდენი კომენტარის გაკეთება დაზარებია.

”ინტერნაციონალეს” ბავშვობიდან ვქომაგობ და ეს გუნდი მართლაც რომ ჩემს გულშია! მახსოვს, დიდი ხნის მანძილზე ”ინტერი” საშუალო დონის კლუბად ითვლებოდა და უამრავი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ახლა ევროპულ გრანდებში დამსახურებულად გავდივართ და სენიორ მასიმო (მორატი) მაძლევს იმის იმედს, რომ ეს წარმატებული პერიოდი კიდევ დიდხანს გაგრძელდება” – ამბობს მორატის ”შარმით” მოხიბლული ბოჩელი.

0.154566