ფეხბურთი

12:25 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის” პრეზიდენტი: “ჩიხრაძის წონასწორობიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელია”

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ “ინტერის” პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა, ზაქათალის “სიმურგის” მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს, რომელსაც გულშემატკივრის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცი მისცეს, მხარი დაუჭირა.

“რამდენიმე დღის წინ, საფეხბურთო ხულიგნების წინააღმდეგ, რომლებსაც საკუთარი ქმედებით ნებისმიერი მატჩის გაფუჭება შეუძლიათ, ძალიან მკაცრად გავილაშქრე. სამწუხაროდ, მათ მეტი მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე გაკიცხვა. აი, ხულიგნობის გამოვლენის მორიგმა ფაქტმაც არ დააყოვნა.

“სიმურგის” მთავარ მწვრთნელს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან გულშემატკივარს დაარტყა. თავად კლუბიც დასაჯეს და “შეურაცხყოფილმა” ფანატმა ერთ-ერთი საიტზე უფასო იურიდიული კონსულტაციაც მიიღო, რომ მას შეუძლია სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის აღძრით მიმართოს. ისე არ გვაწყენდა, გაგვეგო, რატომ ჩაიდინა გიორგი ჩიხრაძემ ასეთი საქციელი? მას იმ პერიოდიდან ვიცნობ, როდესაც “ინტერში” მწვრთნელად მუშაობდა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩიხრაძის წონასწორობიდან გამოყვანა ურთულესი საქმეა, თითქმის შეუძლებელია.

დიახ, ახლა ფანი განაცხადებს, რომ ის სუფთაა. თუმცა, როგორც გავიგე, მთავარ მწვრთნელს დედა შეაგინეს. კავკასიაში ამას არ პატიობენ. აქ ხალხი საკუთარ დედას აღმერთებს და არ დაუშვებს, რომ რომელიმე ფსევდოფანმა აგინოს. ხულიგანმა ის მიიღო, რისთვისაც იბრძოდა, ხოლო მწვრთნელი დასაჯეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს “ფანიც” უნდა დაესაჯათ. მინიმუმ სტადიონზე ერთი წელი მაინც არ უნდა შეუშვან. დაე, სახლში ტელევიზორის წინ იჯდეს და დედა იგინოს, თუ რა თქმა უნდა, ცოლი თავში ტაფას არ ჩაარტყამს.

სხვათა შორის, ვიდეოფირზე ვნახე, ინციდენტის შემდეგ, “სიმურგის” დანარჩენმა გულშემატკივრებმა ჩიხრაძეს მხარი როგორ დაუჭირეს. მადლობა ღმერთს, რომ სტადიონზე ნორმალური ხალხიცაა”, - იუწყება ნიკოლოვის სიტყვებს azerisport.com-ი.

 


 

0.127688