ბაქოს “ინტერის” მეკარე ელშან პოლადოვი ფიქრობს, რომ თამაშს იმსახურებს, მაგრამ ამასთანავე, გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს თანამემამულეების, გიორგი ლომაიასა და რევაზ თევდორაძის ლობირებაში არ ადანაშაულებს.
“არ ვიცი, მოედანზე რატომ არ მიშვებენ. მთელი ძალით ვვარჯიშობ. თუ შანსს მომცემენ, თავს გამოვიჩენ. არავითარი პრობლემა არ მაწუხებს. გუნდის მთავარ მწვრთნელთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. რაც შეეხება გიორგი ლომაისთან და რევაზ თევდორაძესთან კონკურენციას, ვფიქრობ, ჩვენ ერთი დონის მოთამაშეები ვართ. ვერ ვიტყვი, რომ კახა ცხადაძე მათ უფრო იმიტომ ენდობა, რადგან თანამემამულეები არიან. ზამთარში წინადადება სხვა გუნდიდან მქონდა, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ “ინტერში” თამაშის შანსი მექნებოდა. ამიტომ, მოლაპარაკება არავისთან გამიმართავს. თითქოს საუბარი იყო, რომ “სიმურგში” გადავიდოდი. კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, მაგრამ რადგან გუნდიდან არ გამიშვეს, ე.ი. მწვრთნელისთვის საჭირო ვიყავი”, – იუწყება პოლადოვის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Sportal.az-ი.