მილანის “ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კლუბის აქციების 80%-ის გაყიდვასთან დაკავშირებით, მან აზიელ ბიზნესმენთან, ერიკ ტოჰირთან შეთანხმებას მიაღწია. თუმცა, მორატი მოლაპარაკებების მიმდინარეობას ადასტურებს.
“გაფორმდება თუ არა შეთანხმება უახლოეს დღეებში? ვფიქრობ, ასე არ მოხდება. ახლა, ვადების დაწესების დრო არაა.” – ციტირებს მორატის სიტყვებს Football Italia.