ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მილანის “ინტერის” 21 წლის მცველმა ფელიჩე ნატალინომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. Football Italia-ს ცნობით, ახალგაზრდა იტალიელს გულის პრობლემა აქვს.
თებერვალში, ნატალინომ გულის ოპერაცია გაიკეთა და მოედანსაც დაუბრუნდა, მაგრამ კარიერის ნაადრევ დასრულებას მაინც ვერ გადაურჩა.
იტალიელს “ინტერში” დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა. ექიმებმა ნატალინოს გულთან დაკავშირებული პრობლემები 2012 წელს აღმოუჩინეს. ფეხბურთელს სტაბილური გულისცემა არ ჰქონდა.
უკანასკნელ პერიოდში, “ინტერს” ნატალინო “კროტონესა” და “კიევოში” ჰყავდა განათხოვრებული.