ფეხბურთი

11:22 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” უოლესს “ჩელსიში” აბრუნებს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა ბრაზილიელ მარჯვენა მცველ უოლესთან არენდის ხელშეკრულების შეწყვეტას აპირებს.

19 წლის მოთამაშის კონტრაქტი ლონდონის “ჩელსის” ეკუთვნის. ის იტალიურ კლუბს აგვისტოს შუა რიცხვებში შეუერთდა და “სან-სიროზე” ამა წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ Sky Sports-ის ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარიზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და მის ბოლომდე დატოვებას აზრი აღარ აქვს.

სერია A-სა და იტალიის თამაშებში, უოლესი მოედანზე მხოლოდ ოთხ მატჩში გამოჩნდა და მოედანზე ჯამში 133 წუთი გაატარა. “ჩელსიში” ის 2013 წელს “ფლუმინენსედან” 5,4 მილიონ ევროდ გადავიდა.

0.110206