ფეხბურთი

17:25 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” სანიათი დაინტერესებას ადასტურებს

მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა “არსენალის” ფრანგი მცველით, ბაკარი სანიათი დაინტერესება დაადასტურა.

31 წლის მარჯვენა მცველს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ჩანს, მხარეები ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებენ.

“დოკუმენტების გაფორმებამდე ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას მიჩვეული არ ვარ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სანიას სამსახურით დაინტერესებულნი ნამდვილად ვართ. ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული. თუ ის ჩვენს კლუბში თამაშს იუარებს, უფრო ახალგაზრდა მარჯვენა მცველს მოვძებნით.

რომელი პოზიციის გასაძლიერებლად დავხარჯავთ ყველაზე დიდ თანხას? თავდასხმის, ან ცენტრალური ნახევარდაცვის პოზიციაზე.

ეტოო? “ინტერის” შემადგენლობაში ასაკში მყოფი პალასიო და ახალგაზრდა იკარდი თამაშობენ. აქედან გამომდინარე, ახალი თავდამსხმელი საშუალო ასაკის უნდა იყოს. ჯეკო, მორატა და ტორესი? შესაძლოა, რომელიმე მათგანმა “ინტერში” ითამაშოს. თუმცა, ფეხბურთელთა ფინანსური მოთხოვნებიც უნდა გავითვალისწინოთ.” – ციტირებს ტოჰირის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ “ინტერმა”, მომავალი სეზონისთვის, ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელა. ზაფხულში, მილანურ გუნდში ნემანია ვიდიჩი გადავა, რომელიც “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

0.114191