ფეხბურთი

12:31 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” ოსვალდოს მიუბრუნდა

 

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, მილანის “ინტერი” “საუთჰემპტონის” ფორვარდის – პაბლო ოსვალდოს შეძენას ეცდება. Panorama-ს ცნობით, იტალიელები 27 წლის თავდამსხმელში 15 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან.

უკანასკნელ კვირებში, მილანელები ესეკიელ ლავესისა (პსჟ) და ერიკ ლამელას (“ტოტენჰემი”) გადაბირებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერცერთი მათგანი შეიძინეს. ამის გამო, “ნერაძურის” ხელმძღვანელობა ისევ ოსვალდოს ტრანსფერზე ამუშავდა.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ოსვალდომ 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

0.120618