შესაძლოა, “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი სტევან იოვეტიჩი იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს. აპენინური პრესის ცნობით, 24 წლის ჩერნოგორიელის ხილვა მილანის “ინტერს” სურს.
“ნერაძური” “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის – ესეკიელ ლავესის შეძენას ცდილობდა, მაგრამ პარიზელებმა არგენტინელი არ დათმეს. ამის შემდეგ, მილანელები იოვეტიჩის ტრანსფერზე ამუშავდნენ.
შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩი “მანჩესტერ სიტიში” ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ფლორენციის “ფიორენტინადან” გადავიდა.