მილანის “ინტერი” “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – ედინ ჯეკოს შეძენით დაინტერესდა. იტალიური პრესის ცნობით, “ნერაძური” ახალი თავდამსხმელის ძიებაშია და უმთავრეს კანდიდატად სწორედ 27 წლის ბოსნიელს მიიჩნევს.
“მეტი სათამაშო დრო მინდა. ამ სეზონში, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 4-ჯერ მოვხვდი. სათამაშო პრაქტიკის გამო, მზად ვარ, სხვა კლუბში გადასვლაზე ვიფიქრო”, - განაცხადა ჯეკომ.
ცნობისათვის, ბოსნიელს “ქალაქელებთან” კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება. ინგლისელები მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობენ და სავარაუდოდ, არც გაყიდვაზე იტყვიან უარს.