მილანის “ინტერს” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის – ანხელ დი მარიას შეძენა სურს. Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელები 25 წლის არგენტინელის შეძენას სეზონის დამთავრებისთანავე ეცდებიან.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც “ინტერი” მაღალი დონის გარემარბს ეძებს. სავარაუდოდ, მილანელები ამ პოზიციის გასაძლიერებლად სოლიდურ თანხას გამოყოფენ. დი მარიას გარდა, “ინტერი” ბალაჟ ჯუჯაკითა (მოსკოვის “დინამო”) და ალექსის სანჩესის (კატალონიის “ბარსელონა”) შეძენითაცაა დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, “ნერაძურისთვის” პრიორიტეტული დი მარიაა.
“ინტერის” გარდა, არგენტინელი ნახევარმცველისადმი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ-ჟერმენიც” იჩენენ.