კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა, მიმდინარე სეზონში ჩატარებული შედეგიანი მატჩებით, არაერთი ძლიერი კლუბის ყურადღება მიიპყრო. El Mundo Deportivo-ს ცნობით, 24 წლის ჩილელის მსურველთა სიაში მილანის “ინტერი” და “პარი სენ-ჟერმენი” არიან.
საგულისხმოა, რომ “ინტერს” სანჩესის გადაბირება დიდი ხანია სურს. სამხრეთამერიკელი შემტევი 26 მილიონ ევროდაა შეფასებული და პსჟ “ბარსელონას” ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზადაა. ამგვარად, ძნელი სათქმელია, ვინ გაიმარჯვებს სანჩესისთვის ბრძოლაში.
ცნობისათვის, ჩილელს კატალონიელებთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.