ლონდონის “ჩელსი” და მილანის “ინტერი” ფერნანდო ტორესის იჯარაზე თითქმის შეთანხმებულნი არიან. იტალიური პრესის ცნობით, ერთადერთი პრობლემა 30 წლის ესპანელის ჯამაგირია.
“ელ ნინიოს” წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევროა და “ნერაძურის” ხელმძღვანელობას სურს, რომ თანხის ნაწილი ლონდონელებმა დაფარონ. კლუბებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, თავდამსხმელის ბედი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ “ინტერი” “მანჩესტერ სიტის” ფორვარდ ედინ ჯეკოსაც უმიზნებს.