2014 წლის ინტელექტუალურ თამაშებში, რომელსაც 11–17 დეკემბერს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი უმასპინძლებს, ჭადრაკიც არის შეტანილი. მთავარი პრიზისთვის პლანეტის 16 საუკეთესო ქალი და ამდენივე ვაჟი იბრძოლებს. ქალთა შორის ორი ქართველი - ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი - მოხვდა. რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, იგი ქართველების გარეშე ჩაივლის.
გთავაზობთ ქალთა და ვაჟთა ტურნირის შემადგენლობას.
ქალები: ჰოუ იფანი, ჟაო ქსიუე, ძიუ ვენძიუნი (სამივე ჩინეთი), ანა მუზიჩუკი, ანა უშენინა, მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ვალენტინა გუნინა, ალექსანდრა კოსტენიუკი, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი (საქართველო), ჰამფი კონერუ, ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი), პია კრამლინგი (შვედეთი), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ელიზაბეტ პეტაცსა (გერმანია).
კაცები: ალექსანდრ გრიშჩუკი, სერგეი კარიაკინი, იან ნეპომნიაში (რუსეთი), შაჰრიარ მამედიაროვი, ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი ), ეტიენ ბაკრო, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი), ვასილი ივანჩუკი, რუსლან პონომარიოვი (უკრაინა), ვან იუე, ვან ჰაო (ჩინეთი), ლეინიერ დომინგესი (კუბა), ანიშ გირი (ჰოლანდია), ბორის გელფანდი (ისრაელი), ლევონ არონიანი (სომხეთი), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი).