თამაშგარე

11:34 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტას ცოლს ქმრის ფეხბურთელობა არ მოსწონს

ჯერ სრული ორი წელიც არ გასულა, რაც ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ იქორწინა და მისი ცოლი უკვე ნანობს, რომ ”გარისკა” და ფეხბურთელს გაჰყვა ცოლად.

ანდრესის მეუღლე, ანა ორტისი ერთ-ერთ ბრიტანულ ჟურნალთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ თავის ქმართან საპრეტენზიო პიროვნულად არაფერი აქვს და მას როგორც მამაკაცს არაფერს ერჩის, მაგრამ ანა ორტისი იმითაა გულმოკლული, რომ თავის დროზე ფეხბურთელის ცხოვრების არცთუ საამო გრაფიკი ვარ გაითვალისწინა.

ანა ორტისი სულაც არაა პირველი ფეხბურთელის ცოლი, რომელიც ქმრის ფეხბურთელობის თანმდევი მოუცლელობის გამო წუხს. დაახლოებით იგივე ამბავზე წუხან: ბუფონის, ტოტის, დი მარიას და სხვა ცნობილი ფეხბურთელების ცოლებიც, რაც სულაც არაა გასაკვირი.

0.503189