“ბარსელონას” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ ის იტირებს, როდესაც ვიქტორ ვალდესი გუნდს დატოვებს.
“დარწმუნებული ვარ, რომ ვალდესის “ბარსელონასთან” გამომშვიდობების დროს ვიტირებ.
იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონში ტიტულებს მოვიგებთ და ვიქტორის კატალონიური კარიერა სასიამოვნოდ დასრულდება.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესს “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ცნობილია, რომ 31 წლის მეკარე მშობლიურ გუნდს დატოვებს.