კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა გუნდს კვლავ ვერ ეხმარება. ამის მიზეზი მადრიდის “ატლეტიკოსთან” მიღებული ტრავმაა.
ლა ლიგის მე-19 ტურში, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ინიესტამ დაზიანება პირველ ტაიმში მიიღო და ტატა მარტინომ ის შესვენებაზე შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება სერიოზული არაა და ფეხბურთელმა ვარჯიში უკვე დაიწყო, მას უკვე მე-3 თამაშის გამოტოვება უწევს. მწვრთნელმა ის “ლევანტესთან” თასზე გასამართი დაპირისპირების განაცხადს მიღმა დატოვა.
“ლევანტესთან” ასევე ვერ ითამაშებენ პიკე და მონტოია, რომლებსაც მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა.