ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ იტალიის ნაკრებთან კონფედერაციის თასის 1/2-ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა. კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი “სკუადრა აძურასთან” დაპირისპირების წინ იმედიანადაა განწყობილი.
“ბრწყინვალე მატჩი გველის. ძნელია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მეტოქის არ გვეშინია. ესპანეთის ნაკრები არავის უფრთხის და გამონაკლისი არც იტალიაა. რა თქმა უნდა, მეტოქის შეუფასებლობასთან საქმე არ გვექნება. ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს და მიზანს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ”, - უთხრა ინიესტამ Goal-ს.
ცნობისათვის, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებთა დაპირისპირება 27 ივნისს ჩატარდება.