კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, იმ შემთხვევაში თუ 30 სექტემბერს პარიზში პსჟ-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, ეს მისთვის აღნიშნულ ტურნირზე საიუბილეო მე-100 მატჩი იქნება.
ინიესტა ამავდროულად გახდება მეოთხე ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესის (148), კარლეს პუიოლის (120) და ვიქტორ ვალდესის (110) შემდეგ, რომელმაც "ბარსელონას" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 100 შეხვედრა ჩაატარა.
ანდრეს ინიესტას ევროპის უმთავრეს ტურნირზე დებიუტი 2002/03 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე “ბრიუგეს” წინააღმდეგ სტუმრად მოგებულ მატჩში (1:0) ჰქონდა.
გიორგი ბალახაძე