კატალონიის “ბარსელონა” და ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. Marca-ს ცნობით, მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან.
საქმე ისაა, რომ 29 წლის ინიესტა კატალონიელებისგან წელიწადში 17 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვს. თავის მხრივ, “ბარსელონა” თავის ერთ-ერთ ლიდერს 12 მილიონსა და ბონუსების სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობს.
თუკი მხარეები შეთანხმდებიან, ინიესტა “ბარსაში” 2018 წლამდე დარჩება.