ფეხბურთი

17:53 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინგუშეთში “ალანიას” ჩასვლას ფანებს შორის შეტაკება მოჰყვა

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-20 ტურში, ვლადიკავკაზის “ალანიას”, სადაც ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა გამოდიან, ნაზრანში სტუმრობამ ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

განვლილი მატჩი “ანგუშტმა” 1:0 მოიგო, ხოლო ქართველი ფეხბურთელები ტრავმების გამო, “ალანიას” 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ. ვლადიკავკაზელები 37 ქულით 19 გუნდში მე-2 ადგილზე არიან.

შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძელმა ინგუშმა გულშემატკივრებმა იმ სექტორს, სადაც ოსი ქომაგები ისხდნენ, ქვები დაუშინეს და მის გარშემო შეიკრიბნენ. ტრიბუნაზე ადგილობრივ და ჩამოსულ გულშემატკივრებს შორის ჩხუბი ატყდა. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა ოსები შემთხვევის ადგილს გაარიდეს და ტრიბუნის ქვეშ განთავსებულ შენობას შეაფარეს. შესვენება ჩვეულებრივზე დიდ ხანს გაგრძელდა, ხოლო დელეგატმა მატჩი გააგრძელებინა.

შეგახსენებეთ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში “ალანია” ინგუშეთში პირველად ჩავიდა. აქამდე, ამ გუნდების შეხვედრა ნეიტრალურ მოედნებზე ტარდებოდა, რადგან ოსებსა და ინგუშებს შორის ნაციონალურ ნიადაგზე დაძაბული ურთიერთობაა. 

ორენბურგის “გაზოვიკმა”, რომელშიც ზურაბ არზიანი ირჯება, საკუთარ მოედანზე ბელგოროდის “სალიუტს” 3:0 აჯობა. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. “გაზოვიკს” 28 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. 

0.11383