ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ჩილეს წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში მინდორზე კაპიტნის სამკლავურით გავა. 35 წლის ჰავბეკი როი ჰოჯსონის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მან ოქტომბერში ეროვნული გუნდის მაისურით მე-100 თამაში ჩაატარა.
მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ლამპარდზე არჩევანი მას შემდეგ შეაჩერა, რაც ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ტრავმა მიიღო.