თამაშგარე

11:34 | 5.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი ფრანგი მეძავების მოზღვავების მოლოდინშია

დიდი სპორტული ტურნირებისა და ოლიმპიადების დროს, იმ ქვეყანაში სადაც ასეთი ღონისძიებები იმართება, როგორც წესი, მეზობელი ქვეყნებიდან მეძავები ხშირად გადადიან. ნათქვამია, “თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო“. მეძავებმაც კარგად იციან, რომ სადაც ბევრი უცხოელი ტურისტი ტრიალებს, იქ კლიენტებს სულ ადვილად გამოჰკრავენ ხელს და ფულსაც გვარიანად იშოვნიან.
ლონდონში გასამართი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მოახლოვების პარალელურად, ბრიტანეთის პოლიციას თავსატეხი, რა თქმა უნდა, ემატება. ინგლისელი სამართალდამცავები ამბობენ, რომ ოლიმპიადისათვის ინგლისში საფრანგეთიდან, ესაპანეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან მეძავთა დიდ ტალღას ელოდებიან და ყველაფერს იზამენ, რომ სუსტი ყოფაქცევის ქალები ინგლისში არ შეუშვან, რადგან შემდეგ მათი გაკონტროლება ძალიან გაჭირდება.
გარდა იმისა, რომ არაინგლისელი, შეუმოწმებელი მეძავებისაგან ვენერიული დაავადებების საფრთხე დიდი იქნება, ლონდონის პოლიციიის შეფის განცხადებით, ასევე დიდი შანსია რომ, სხვა ქვეყნის მოქალაქე მეძავებს ინგლისში ყოფნა გაუტკბეთ და ოლიმპიადის შემდეგ, თავიანთ სამშობლოში აღარ დაბრუნდნენ. დამატებით ასეულობით მეძავის კონტროლი კი, რა თქმა უნდა, ისევ ინგლისის პოლიციის თავში საცემი უნდა გახდეს.

0.184397