ფეხბურთი

11:09 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი - აბა, ევროპის ლიგაზე გვნახეთ, ვინა ვართ

მიუხედავად გავარდნისა, ბარაქალა "ინტერს"! ხუმრობაა, "ტოტენჰემს" 4 გოლი გაუტანო? სტრამაჩონის გუნდი ლონდონში წაგებულმა 0:3-მა არ გატეხა და საშინაო შეხვედრაში 90 წუთის შემდეგ, სწორედ ამ ანგარიშით იგებდა.

თავიდან მივყვეთ: კასანომ თავურით დააწინაურა "ინტერი", მალევე პალასიომ ხარიხას გაარტყა, თუმცა არგენტინელმა მაინც შეაგდო თანამემამულე კამბიასოს პასით და 2:0 გახდა, ხოლო 75-ე წუზე ვილიამ გალასმა ავტოგოლი მიითვალა. დამატებით დროში კი, გადამწყვეტი სიტყვა ტოგოელმა ადებაირმა თქვა - დემბელეს აქტიურობის შემდეგ გაიტანა და ფაქტობრივად, ეს გამოდგა ოქროს გოლი. "ინტერს" ორი ბურთის გატანა სჭირდებოდა და ერთიღა მოახერხა: ალვარესმა 110-ე წუთზე თავით შეაგდო.

შეგახსენებთ, "ტოტენჰემს" ბეილი აკლდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა ძალაა უელსელი ამ გუნდისთვის.

"ბენფიკას" განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია "ბორდოსთან", რადგან შინ 1:0 ჰქონდა მოგებული და გასვლაზეც სძლია (3:2). დუბლი შეასრულა პარაგვაელმა ოსკარ კარდოსომ, ხოლო მცველმა ჟარდელმა ერთი გოლი მეტოქეს გაუტანა, ერთიც საკუთარ კარში შეაგდო.  

ასევე იოლად გავიდა "ლაციო", რომელმაც შინ ასევე ჰანდიკაპით აჯობა "შტუტგარტს". ჩეხმა ლიბორ კოზაკმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

კოზაკის თანამემამულეებს კი ერთი გოლი დააკლდათ მეოთხედფინალამდე. საუბარია "პლზენზე", რომელმაც სტამბოლში "ფენერბახჩესთან" 1:1 ითამაშა. ასეთი გამოუცნობია ევროპის ლიგა - "პლზენმა" პირწმინდად დაჩაგრა "ნაპოლი", მაგრამ "ფენერს" ვეღარ მოერია.

"ჩელსიმ" მაინც გატეხა კერკეტი "სტიაუა". სტუმრად წაგებულ 0:1-ს საშინაო 3:1-ით უპასუხა. ხუან მატამ 33-ე წუთზე თავისივე დაწყებული შეტევა დაასრულა გოლით, რასაც კარიშეკის გოლი მოჰყვა ტაიმის ბოლო წუთზე და ლონდონელებს საქმე გაურთულდათ. მეორე ნახევარში ჯერ კაპიტანმა ჯონ ტერიმ შეაგდო (მატას პასით), ხოლო გადამწყვეტი გამოდგა ფერნანდო ტორესის გოლი - შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. "ელ ნინიომ" ბოლოს პენალტის ვერ გამოიყენა და ხარიხას გაარტყა ბურთი. პენალტი აზარმა მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი მფლობელი მორიგი ტიტულისკენ მიიწევს.      

რუსეთის სამი გუნდიდან ერთიღა შემორჩა ევროპის ლიგას. “ზენიტმა” შვეიცარიაში წაგებული 0:2 ვერ მოატრიალა. მართალია, 30-ე წუთზე აქსელ ვიტცელმა ანგარიში გახსნა და ტაიმის ბოლოს “ბაზელი” 10 კაცით დარჩა, მაგრამ ნევისპირელებმა მეორე ვეღარ გაიტანეს. არადა, იდეალური მომენტი ჰქონდათ. პენალტი, რომელიც ბისტროვმა მოიპოვა და შიროკოვმა ვერ გამოიყენა – მეკარე სომერმა მოიგერია ბურთი.

მოკლედ, “ზენიტმა” ევროპის ლიგას ხელი დაუქნია და ზაფხულში ამ გუნდის შემადგენლობას დიდი “რესტავრაცია” ელის. რაში იყრება ამხელა ფული, თუ შედეგი არაა? ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ვერაფერი გააკეთა, ევროპის ლიგიდან “ბაზელმა” გააგდო და დიდი ალბათობით, ვერც რუსეთის ჩემპიონობას ეწევა.

"ნიუკასლი"-"ანჟიშიც" ყველა დამატებით დროს ელოდა, თუმცა პაპის დემბა სისემ მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და "კაჭკაჭები" ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ. მარვომ ჩააწოდა და სისემ მახაჩყალელები დაადუმა. "ნიუკასლს" დიდი საქმე გაუკეთა "ანჟის" მაროკოელმა ლეგიონერმა კარსელა-გონსალესმა, რომელმაც 55-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო ნაადრევად დატოვა მინდორი. 

და მაინც, "ანჟის" 10 კაცითაც შეეძლო მოგება. 88-ე წუთზე ბუსუფამ ხარიხას მოარტყა ბურთი.  

სამაგიეროდ, "რუბინმა" გაახარა რუსები. ყაზანელებმა დამატებით დროში გატეხეს "ლევანტე", არადა, ესპანელებს შეეძლოთ, აქამდე არ მიეყვანათ საქმე - ძირითადი დროის ბოლო წუთებში შტურმი მოუწვეს "რუბინს" და ვერ გაიტანეს. ჯერ 'ატლეტიკო", ახლა "ლევანტე" - ყაზანელები ესპანელებს ამწარებენ.     

მთლიანობაში, ინგლისელების დღე გამოვიდა: პრემიერლიგის სამი გუნდი აგრძელებს ბრძოლას. ჩემპიონთა ლიგაში არცერთი არ ჰყავთ, თორემ ევროპის ლიგაში კარგი სვლით მიდიან.          

რუბინი (რუსეთი) – ლევანტე (ესპანეთი) 2:0 (დ. დ.) (I მატჩი 0:0)

რუბინი: რიჟიკოვი, მარკანო, შარონოვი, კალიოშინი, კუზმინი, ნატჰო, ორბაისი, კასაევი (დიადიუნი 100), კარადენიზი (კისლიაკი 116), რომან ერიომენკო, რონდონი.

მწვრთნელი: ყურბან ბერდიევი.

ლევანტე: ნავასი, ლელი, ბალიესტეროსი, დავიდ ნავარო, ჯუანფრანი, იბორა, დიოპი, ბარკერო, რუბენ გარსია (ხუანლუ 91), ელ-ჟარი (რიოსი 77), აკვაფრესკა (ვალდო 66).

მწვრთნელი: ხუან მარტინესი.

გოლები: 1:0 რონდონი (100), 2:0 დიადიუნი (111)

გაფრთხილებები: კალიოშინი (79), დავიდ ნავარო (105), ერიომენკო (107)

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 15 (7)-14 (5), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 5-4, სეივი: 4-4, ჯარიმა: 15-20.

ზენიტი (რუსეთი) – ბაზელი (შვეიცარია)  1:0 (1:0) (I მატჩი 0:2)

ზენიტი: ჟევნოვი, ანიუკოვი, ბრუნო ალვეში, (ბისტროვი 73) ლომბერტსი, ჰუბოჩანი, დენისოვი, ვიტცელი (ბუხაროვი 90), შიროკოვი, დანი (ფაიზულინი 83), ჰალკი, კერჟაკოვი.

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი.

ბაზელი: სომერი, დრაგოვიჩი, შარი, ჩჟუ ჰო, დეგენი (შტაინჰოფერი 90+2), ელ-ნენი, კაბრალი, სალაჰი, შტოკერი (ფაბიან ფრაი 18), დიასი, შტრელერი (საურო 66).

მწვრთნელი: ჰაიკო ფოგელი.  

გოლი: 1:0 ვიტცელი (30).

86-ე წუთზე შიროკოვმა ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე).

გაფრთხილებები: კერჟაკოვი (15), დიასი (41, 45), დეგენი (56), დენისოვი (72), ვიტცელი (77), შიროკოვი (77), ფრაი (78), ჩჟუ ჰო (85).

გაძევება: დიასი (45)

ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 19 (8)-3 (1), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-8, ჯარიმა: 17-11.

 

ინტერი (იტალია) – ტოტენჰემი (ინგლისი) 4:1 (დ. დ.) (I მატჩი 0:3)

ინტერი: ჰანდანოვიჩი, ძანეტი, ჟუანი, კივუ, ჟონატანი (რანოკია 107), კოვაჩიჩი (ბენასი 80), გარგანო, კამბიასო, გუარინი (ალვარესი 71), კასანო, პალასიო.

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩიონი.

ტოტენჰემი: ფრიდელი, უოლკერი, გალასი, ვერტონგენი, ნაუთონი (კოლკერი 103), პარკერი, ლივერმორი (ლენონი 70), დემბელე, სიგურდსონი, ადებაიორი, დეფო (ჰოლტბი 55).

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გოლები: 1:0 კასანო (20), 2:0 პალასიო (52), 3:0 გალასი (75 საკ. კარში), 3:1 ადებაიორი (96), 4:1 ალვარესი (110)

გაფრთხილებები: ლივერმორი (14), ფრიდელი (44), უოლკერი 977), ჟუან ჟესუსი (114), ადებაიორი (115).  

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 20 (14)-8 (4), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 8-5, სეივი: 3-11, ჯარიმა: 16-13.

 

ბორდო (საფრანგეთი) – ბენფიკა (პორტუგალია) 2:3 (0:1) (I მატჩი 0:1)

ბორდო: კარასო, სანე, ენრიე, ტრემულინასი, მარიანო (ბენ-ხალიფა 72), სერტი (პოკო 68), პლაშილი, ობრანიაკი, საივე, მორის-ბელაი (ჰადი 80), დიაბატე. 

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

ბენფიკა: არტური, ალმეიდა, ჟარდელი, როდერიკი, მელგარეხო, მატიჩი, გაიტანი, სალვიო (მაქსი პერეირა 88), ჯონი (მარტინში 84), ენცო პერესი, ღოდრიგო (კარდოსო 66).

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი.

გოლები: 0:1 ჟარდელი (30), 1:1 დიაბატე (74), 1:2, 1:3 კარდოსო (75, 90), 2:3 ჟარდელი (90+2 საკ. კარში)

გაფრთხილებები: ენრიკე (10), ობრანიაკი (29), როდერიკი (52), ჯონი (77), ბენ-ხალიფა (84), მაქსი პერეირა (90)

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 14 (8)-6 (5), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-6, ჯარიმა: 11-15.

 

ფენერბახჩე (თურქეთი) – პლზენი (ჩეხეთი) 1:1 (1:0) (I მატჩი 1:0)

ფენერბახჩე: დემირელი, გონული, იობო, ბეკირი, ციგლერი, სელჩუკი, ტოპალი (სალიჰი 35), კრისტიანი (ეგემენი 90+2), ერკინი, კუიტი, სოუ (ტოპუზი 82).

მწვრთნელი: აიკუტ კოჩამანი.

პლზენი: კოზაჩიკი, რეზნიკი, ჩისოვსკი, პროჰაზკა, ლიმბერსკი, ჰორვატი (დურიში 71), დარიდა, რაიტორალი (ფილო 88), კოლარი, ბაკოში (ტეცლი 63), კოვარიკი.

მწვრთნელი: პაველ ვრბა.

გოლები: 1:0 სალიჰი (44), 1:1 დარიდა (61)

გაფრთხილებები: ბაკოში (62), კუიტი (63), გონული (79), კოლარი (83), ტეცლი (87).

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 13 (7)-8 (2), კუთხური: 1-6, თამაშგარე: 5-1, სეივი: 1-6, ჯარიმა: 9-11.

 

ნიუკასლი (ინგლისი) – ანჟი (რუსეთი) 1:0 (0:0) (I მატჩი 0:0)

ნიუკასლი: ელიოტი, ტეილორი, ჰაიდარა, სანტონი, იანგა-მბივა, ანიტა (კემპბელი 71), კაბაი (გუტიერესი 37), მარვო, მუსა სისოკო, ტიოტი, სისე.

მწვრთნელი: ალან პარდიუ.

ანჟი: გაბულოვი, ევერტონი, ჟოაო კარლოსი, ეშჩენკო, ჟირკოვი, ახმედოვი, ბუსუფა, კარსელა-გონსალესი, დიარა (შატოვი 74), ჟუსილეი, ეტოო.

მწვრთნელი: გუს ჰიდინკი.

გოლი: 1:0 სისე (90+4)

გაფრთხილებები: კარსელა-გონსალესი (48, 55), ანიტა (57), ჟირკოვი (86)

გაძევება: კარსელა-გონსალესი (55)

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 10 (4)-7 (2), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-2, ჯარიმა: 17-14.

 

ლაციო (იტალია) – შტუტგარტი (გერმანია) 3:1 (2:0) (I მატჩი 2:0)

ლაციო: მარკეტი (ბიძარი 43), ლუჩიჩი, ბიავა, ჩანი, რადუ, კანდრევა, ერნანესი (ედერსონი 74), მაური (ლედესმა 66), ონასი, კოზაკი, პერეირინია.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

შტუტგარტი: ულრაიხი, შაკაი, რასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო, ჰაინალი (ჰარნიკი 74), გენტნერი, ჰოლცჰაუშერი, იბიშევიჩი, ოკაზაკი, მაკედა (ტრაორე 64).

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია.

გოლები: 1:0, 2:0 კოზაკი (6, 8), 2:1 ჰაინალი (62), 3:1 კოზაკი (87)

გაფრთხილებები: იბიშევიჩი (10), ჰაინალი (16), ბიავა (82)

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11 (7)-15 (7), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 1-2, სეივი: 6-4, ჯარიმა: 14-13.

ჩელსი (ინგლისი) – სტიაუა (რუმინეთი) 3:1 (1:1) (I მატჩი 0:1)

ჩელსი: ჩეხი, ასპილიკუეტა, ლუიზი, ტერი, ეშლი კოული, რამირესი, მიკელი, მატა (მოზესი 89), აზარი (ბენაიუნი 90+3), ოსკარი, ტორესი.

მწვრთნელი: რაფა ბენიტესი.

სტიაუა: ტატარუსანუ, რიპე (ადი 84), შუკალა, ჩირიჩეკი, ლატოვლევიჩი, ბურჩეანუ, პინტილი, კიპჩუ, ტანასე (ტატუ 77), პოპა, რუსესკუ.

მწვრთნელი: ლაურენტიუ რეგეკამპფი.

გოლები: 1:0 მატა (33), 1:1 ჩირიჩეკი (45), 2:1 ტერი (58), 3:1 ტორესი (71).

87-ე წუთზე ტორესმა ვერ გაიტანა პენალტი (ხარიხა).

გაფრთხილებები: ბურჩიანუ (49), რიპე (59), მიკელი (70), კოული (80).

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 13 (9)-7 (6), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 5-5, ჯარიმა: 9-14.

 

0.179333