ფეხბურთი

12:09 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგიმ "მილანთან" მოლაპარაკება უარყო

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ "მილანის" მწვრთნელად მისი დანიშვნა უარყო. რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" ხელმძღვანელებმა ინძაგი გუნდის თავკაცად დანიშნეს.

"სუპერპიპოს" განცხადებით კი, კლუბს მისთვის მსგავსი წინადადებით არ მიუმართავს და იგი კვლავ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად რჩება.

"მინდა გითხრათ, რომ კვლავ ახალგაზრდულ გუნდს ვწვრთნი, რადგან კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე მაკავშირებს. ხელმძღვანელობას ჩემთვის ჯერ არაფერი უთქვამს. რა თქმა უნდა, "მილანის" საკუთრება ვარ და თუ მთავარი გუნდის მწვრთნელად დამნიშნავენ მოხარული ვიქნები,” - განუცხადა კლუბის სამაუწყებლო არხს ინძაგიმ.

 

გიორგი ბალახაძე

0.12114