ფეხბურთი

2:35 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგიმ 3 ქულით დაიწყო, მჭედლიძე სერია A-ში დაბრუნდა

ფილიპო ინძაგის, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, წარმატებული დებიუტი ჰქონდა. მისმა გუნდმა „ლაციოს“ უმასპინძლა და დედაქალაქელები შინ უქულოდ გაუშვა.

„ჯუზეპე მეაცაზე“ გამართულ თამაშში 4 გოლი გავიდა და ოთხივე „მილანის“ ფეხბურთელებმა გაიტანეს. ჰონდამ, მუნტარიმ და „როსონერის“ დებიუტანტმა მენეზმა მეტოქის კარი აიღეს, ხოლო კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ალექსმა, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

„მილანის“ მაისურით პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა ესპანელი კიპერი დიეგო ლოპესიც, რომელმაც თავი მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გამოიჩინა. მან კანდრევას თერთმეტმეტრიანი აუღო.

2009 წლის შემდეგ სერია A-ში პირველად ითამაშა ქართველმა თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ, რომლის „ემპოლიც“ „უდინეზესთან“ 0:2 დამარცხდა. უდინელთაგან ორივე გოლი 36 წლის ანტონიო დი ნატალემ გაიტანა. რაც შეეხება მჭედლიძეს, ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და ქართველმა შემტევმა მოედანზე 83 წუთი დაჰყო.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც სტუმრად იმარჯვა, „ნაპოლია“. რაფაელ ბენიტესის გუნდი „ჯენოას“ ეწვია და 3 ქულა 95-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა. პირველ ტაიმში, კალიეხონმა და პინილიამ გოლები გაცვალეს, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე, „ნაპოლის“ დებიუტანტმა ჯონათან დე გუზმანმა ზუნიგას გადაცემა გამოიყენა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ჩემპიონატი ქულების დაკარგვით დაიწყო „ინტერმა“, რომელიც ტურინში წაგებას გადაურჩა. მე-20 წუთზე, ჰანდანოვიჩმა ლარონდოს თერთმეტმეტრაინი მოიგერია, ხოლო 92-ე წუთზე, მოედნიდან „ინტერში“ ზაფხულში გადასული ნემანია ვიდიჩი გააძევეს.

 

ატალანტა-ვერონა 0:0

ბერგამო, “ატლეტი აძური

ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო, ძაპაკოსტი, ბენალუანე, ბიავა, დრამე, ესტიგარიბია (სპინაცოლა 82), კარმონა, ჩიგარინი, ბონავენტურა, მორალესი (ბოაკიე 74), დენისი (ბიანკი 60).

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

ვერონა (4-3-3): რაფაელი, მარტიჩი, მორასი, მარკესი, აგოსტინი, ობადი (იონიტა 74), ტაჩციდისი, ჰალფრედსონი (ხრისტოდულოპულოსი 63), ტალები (ლოპესი 83), ტონი, იანკოვიჩი.

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გაფრთხილებები: დრამე 84, ბოაკიე 86 - ჰალფრედსონი 35, ხრისტოპულოპულოსი 70, იონიტა 85.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 11 (1)-9 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-1, ჯარიმა: 17-16.

 

მილანი-ლაციო 3:1 (1:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა

მილანი (4-3-3): ლოპესი, აბატე, საპატა, ალექსი, ბონერა, პოლი, დე იონგი, მუნტარი (ესიენი 68), ჰონდა (არმერო 77), მენეზი (ნიანგი 82), ელ შაარავი.

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი.

ლაციო (4-3-3): ბერიშა, ბასტა, დე ვრეი, კანა, რადუ, პაროლო, ბილია, ლულიჩი (მაური 73), კანდრევა, კლოზე (ჯორჯევიჩი 59), კეიტა (ანდერსონი 60).

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

გოლები: 1:0 ჰონდა (7), 2:0 მუნტარი (56), 3:0 მენეზი (64, პენ), 3:1 ალექსი (67, ს.კ.).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: კანდრევა 90+4.

გაფრთხილებები: დე იონგი 20, ლოპესი 71 - რადუ 25, ლულიჩი 37, დე ვრეი 62.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 7 (4)-19 (4), კუთხური: 0-10, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-1, ჯარიმა: 10-19.

 

ჩეზენა-პარმა 1:0 (1:0)

ჩეზენა, “დინო მანუცი

ჩეზენა (4-3-3): ლეალი, კაპელი (პერიკო 77), ვოლტა, ლუჩინი, რენცეტი, დე ფეუდისი, კასციონე, კოპალა, როდრიგესი (კრაინჩი 88), ბრიენცა (გარიტანო 68), მარილუნგო.

მწვრთნელი: პიერპაოლო ბიზოლი.

პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი (რისტოვსკი 82), პალეტა, ლუკარელი, გობი, აკვა, ლოდი, ხორკერა, ბიაბიანი, (კოდა 74) ბელფოდილი, პალადინო (ამაური 67).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლი: 1:0 როდრიგესი (38).

გაფრთხილებები: ლუჩინი 25, როდრიგესი 87 - ხორკერა 57.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 9 (5)-12 (1), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 10-19.

 

ჯენოა-ნაპოლი 1:2 (1:1)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი

ჯენოა (3-4-3): პერინი, დე მაიო, ბურდისო, მარკეზე, დოს სანტოსი, რინკონი, სტურარო (მუსისი 82), ანტონელი, პეროტი (ფალკე 69), პინილია, კუცკა (რაგუსა 74).

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, ზუნიგა, ინლერი, ჟორჟინიო, კალიეხონი (მერტენსი 65), ჰამშიკი (დე გუზმანი 74), ინსინიე (მიჩუ 85), იგუაინი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 0:1 კალიეხონი (3), 1:1 პინილია (40), 1:2 დე გუზმანი (90+5).

გაფრთხილებები: მარკეზე 53, სტურარო 55, რაგუსა 80 - ალბიოლი 77.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11 (5)-13 (5), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-4, ჯარიმა: 10-10.

 

პალერმო-სამპდორია 1:1 (1:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა

პალერმო (4-1-3-2): სორენტინო, პიზანო, მუნიოსი, ანდელკოვიჩი, დაპრელა, ტერცი, ბოლცონი, რიგონი (ნ’გოი 71), ბარეტო, ვასკესი (ბენტივენია 90+4), დიბალა (ბელოტი 76).

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი.

სამპდორია (4-3-3): ვივიანო, დე სილვესტრი, გასტალდელო, რეჯინი, კაჩატორე, სორიანო, პალომბო (ბერგესიო 76), ობიანგი (კრსტიჩიჩი 65), სანსონე (სილვესტრი 44), ოკაკა, ედერი.

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

გოლები: 1:0 დიბიალა (7), 1:1 გასტალდელო (90+1).

გაფრთხილებები: რიგონი 26 - დე სილვესტრი 30, რეჯინი 33, ოკაკა 82.

გაძევება: რეჯინი 41.

მსაჯი: დინო ტომაზი.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 8 (1)-10 (3), კუთხური: 1-7, თამაშგარე: 2-3 , სეივი: 2-0, ჯარიმა: 15-18.

 

სასუოლო-კალიარი 1:1 (1:1)

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე

სასუოლო (4-3-3): პომინი, გაცოლა, ანტეი, არიაუდო, პელუზო, ბიონდინი, მანიანელი, მისიროლი (ჩიბსა 77), ბერარდი (ფლორო 71), ძაძა, სანსონე (ვრსალჟკო 83).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

კალიარი (4-3-3): კოლომბი, პიზანო (ბალძანო 24), ჩეპელინი, როსეტინი, აველარი (მურუ 89), ცრისეტიგი, კონტი, ეკდალი, ფარიასი, საუ (ლონგო 69), კოსუ.

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი.

გოლები: 1:0 ძაძა (42), 1:1 საუ (44).

გაფრთხილებები: ბერარდი 34, პელუზო 86, ძაძა 90+1 - ბალძანო 49, კონტი 75.

მსაჯი: პაოლო ვალერი.

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 13 (5)-10 (4), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 22-26.

 

ტორინო-ინტერი 0:0

ტურინი, “ოლიმპიკო

ტორინო (3-4-1-2): პადელი, ბოვო, გლიკი, მორეტი, მაქსიმოვიჩი (მოლინარო 71), ნოჩერინო, ელ კადური (საNჩესი 55), გაცი, ლერონდო, კვალიარელა.

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი, რანოლია, ვიდალი, ჟანი, ჟონათანი (ნაგატომო 84), მედელი, მ’ვილა (ოსვალდო 56) , დოდო (დ’ამბროზიო 80), ერნანესი, კოვაჩიჩი, იკარდი.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ლარონდო 20.

გაფრთხილებები: მაქსიმოვიჩი 42 - ერნანესი 67.

გაძევება: ვიდიჩი 90+2.

მსაჯი: დანიელე დოვერი.

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 11 (2)-14 (2), კუთხური: 6-10, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 9-10.

 

უდინეზე-ემპოლი 2:0 (0:0)

უდინე, “ფრიული

უდინეზე (3-4-1-2): კარნეზისი, ორტო, დანილო, დომიცი, ვიდმერი, ბადუ (ფერნანდესი 68), გილერმე, პასკუალე, ალანი, დი ნატალე (კონე 84), მურიელი (ტერო 69).

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.

ემპოლი (4-3-1-2): სეპე, ლაურინი, ტონელი, რუგანი, ჰისაი (რუი 67), ვეჩინო (სინიორელი 70), ვალდიფიორი, კროკე, ვერდი, მჭედლიძე (პუჩიარელი 83), ტავანო.

მწვრთნელი: მაურიციო სარი.

გოლები: 1:0 დი ნატალე (57), 2:0 დი ნატალე (62).

გაფრთხილებები: პასკუალე 39, ბადუ 65 - კროკე 55, ვერდი 74.

მსაჯი: მარკო დი ბელო.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 15 (5)-13 (2), კუთხური: 3-9, თამაშგარე: 5-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 10-9.

0.11664