ფეხბურთი

12:21 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი ტორესს დებიუტისთვის ამზადებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანის" მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი, "როსონერის" ახალწვეულს, ესპანელ თავდამსხმელ ფერნანდო ტორესს, "პარმას" წინააღმდეგ დებიუტისთვის ამზადებს.

მილანელები "პარმას" სტუმრად 14 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. როგორც "მილანის" ბოლო ვარჯიშიდან გამოჩნდა, ინძაგი მომავალ მატჩში 4-3-3 სისტემით ითამაშებს: ტორესი შეტევის ცენტრში იქნება გამწესებული.

"მილანის" სავარაუდო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ლოპესი, აბატე, ბონერა, დე შილიო, პოლი, დე იონგი, მუნტარი, ჰონდა, ტორესი, მენეზი. რაც შეეხება ელ შაარავის, იტალიელს ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აქვს.

გიორგი ბალახაძე

0.117309