ჭიდაობა

18:50 | 6.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ინდოელი კლასიკოსები სტამბოლამდე თბილისში დაბანაკდნენ

ინდოეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობით თბილისშია და თურქეთში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებას გადის.
“უკვე კვირაზე მეტია, ინდოელები საქართველოში იმყოფებიან. მათ სურვილი ჰქონდათ, დასკვნითი შეკრება ჩვენს ნაკრებთან ერთად, დუშეთში გაევლოთ, მაგრამ იმის გამო, რომ იქ ჩვენი ბერძენ-რომაელების გარდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც ვარჯიშობს, დამატებით თხუთმეტკაციანი დელეგაციის მიღება და დაბინავება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. ამიტომ, სტუმრები თბილისში დაბანაკდნენ. სავარჯიშოდ დუშეთში კი ხან დუშეთში ადიან, ხან ვაკის ფალავანთა კლუბის დარბაზსაც აკითხავენ. მსოფლიო პირველობის მასპინძელ ქალაქ სტამბოლშიც სავარაუდოდ პირდაპირ თბილისიდან გაემგზავრებიან” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი 12-18 სექტემბერს გაიმართება. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს პირველი სამი დღე დაეთმობათ. თავისუფლები კი ხალიჩაზე 16 სექტემბრიდან გავლენ.

ოთარ მაღლაკელიძე
 
 

0.136501