თამაშგარე

17:02 | 22.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ინდოელი ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა

ინდოელი ფეხბურთელი ვენკატეში, მოედანზე გულის შეტევით მიიცვალა. ორიოდე დღის წინ ერთმანეთს ინდოეთის А დივიზიონში მოასპარეზე გუნდები - “სამხრეთ-დასავლეთის რკინიგზა” და “ბანგალორ მარსი” დაუპირისპირდნენ. ხსენებულ მატჩში ვენკატეში “ბანგალორ მარსის” შემადგენლობაში 78-ე წუთზე ჩაერთო, 10 წუთის შემდეგ კი გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა. სამწუხაროდ, მოედანზე ექიმები არ იმყოფებოდნენ, ამიტომ 28 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
“სპორტსმენი რეანიმაციაში მოყვანამდე გარდაიცვალა - აღარ სუნთქავდა და არც პულსი ჰქონდა, გარე დაზიანებებიც არ აღენიშნებოდა. ჟანგბადი, რომ მალევე მიეწოდებინათ ან სასწრაფო დახმარება აღმოეჩინათ, შესაძლოა ახლა ცოცხალი ყოფილიყო”, - განაცხადეს ექიმებმა.
აღსანიშნავია, რომ 7 წლის წინ ეროვნული ჩემპიონატის ფინალში მოედანზე გულის შეტევით “დემპოს” ფეხბურთელი კრისტიან ჯუნიორი, ხოლო 2011 წლის აპრილში, ვარჯიშზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ “ხალის” გოლკიპერი არუნ კუმარიც გარდაიცვალნენ.

 

რუსუდან ჭუმბურიძე
 

0.122652