მამაკაცთა შორის რეიტინგსიის ლიდერის რაფა ნადალი მსგავსად, ტრავმა აქვს ქალთა კლასიფიკაციაში პირველ საფეხურზე მყოფ სერენა უილიმსს, რის გამოც უახლოესი ტურნირები მის გარეშე ჩატარდება. ზურგის ტრავმის გამო უილიამს-უმცროსი ორშაბათიდან ყატარის დედაქალაქ დოჰას შეჯიბრებაში ვერ ჩაებმება, სერენას გარეშე ჩაივლის, აგრეთვე, ინდიან-უელსიც ტურნირიც, რომლის სტარტი 3 მარტსაა დანიშნული.
ვინუს და სერენა უილიამსები კალიფორნიის შტატის ინდიან უელსში 2001 წლიდან მოყოლებული არ თამაშობენ. ბოიკოტის მიზეზი მაყურებელთა მხრიდან უილიამსების მისამართით წამოსროლილი შეურაცხმყოფელი სიტყვებია. “დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, მეასპარეზა თუ არა ინდიან უელსში. საბოლოოდ კალიფორნიაში ჩასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ამჯერად ჩემი უთამაშებლობა ზურგის ტრავმის ბრალია”, - განაცხადა სერენამ.