თამაშგარე

12:39 | 16.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

იმოგენმა მორაგბეები მკერდით გაამხნევა

29 წლის ბრიტანელმა მოდელმა იმოგენ ტომასმა, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ცოლიან ფეხბურთელს, რაიან გიგზს ხვდებოდა, უელსის რაგბის ნაკრების წევრები საკუთარი მკერდით გაამხნევა.

უელსელები ერთ-ერთ პრესტიჟულ შეჯიბრებაში – “ექვსი ერის” ტურნირში ასპარეზობენ, რომელშიც მათ გარდა საფრანგეთის, იტალიის, შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის ნაკრებები მონაწილეობენ. ჯერჯერობით, უელსი ლიდერობს - არცერთი შეხვედრა არ წაუგია და 2 ქულით უსწრებს ინგლისის ნაკრებს. აღსანიშნავია, რომ უელსელებმა შარშან გამართულ მსოფლიოს თასზეც კარგად იასპარეზეს და მხოლოდ ნახევარფინალსა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ.
იმოგენმა, რომელიც დიდი უელსური ქალაქის - სუონსის მახლობლად დაიბადა, თავისი Twitter-ის გვერდზე საკუთარი ბიუსტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც Cmon Wales-ი ეწერა. Cmon – come on-ის შემოკლებული ვარიანტია და “მიდი უელს”-ს ნიშნავს. საკუთრივ მიკრობლოგში კი, Cmon boys!! – “მიდით ბიჭებო!!” “დაათვითერა”.
 
რუსუდან ჭუმბურიძე
0.143452