ფეხბურთის მხურვალე გულშემატკივარმა, 29 წლის უელსელმა მოდელმა იმოჯენ ტომასმა საკუთარ წონაზე კონტროლი დაკარგა. 5 თვის ფეხმძიმე მოდელი, ცელულიტისა და სტრიების ტყვეობაში აღმოჩნდა.
“საკუთარ წონას ყოველთვის მკაცრად ვაკონტროლებდი, ახლა კი, კონტროლი დავკარგე. ყოველდღე ჩიფსებსა და შოკოლადებს მივირთმევ. როდესაც ჩემმა შეყვარებულმა ტკბილეულითა და ჩიფსებით გამოტენილი კარადები ნახა, მითხრა, რომ ნანახმა მასში ზიზღი გამოიწვია. ორსული ქალის მუცელს ყოველთვის ულამაზესად ვთვლიდი, მაგრამ, ჩემს ფეხმძიმობას ვერ ვიტან. მიმზიდველი სხეულის დასაბრუნებლად, როგორც კი ვიმშობიარებ, უმკაცრეს დიეტას მივმართავ და ბევრსაც ვივარჯიშებ. თუ ეს საკმარისი არ იქნება, ლიპოსაქციასაც გავიკეთებ”, - აცხადებს სასოწარკვეთილი ლამაზმანი.