უელსელმა მოდელმა იმოჯენ ტომასმა, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელ რაიან გიგზთან სექსუალური სკანდალის შემდეგ გახდა ცნობილი, გულშემატკივრები გაახარა. სოციალურ ქსელ Twitter-ში, 29 წლის იმოჯენმა საკუთარი “ტოპლეს” ფოტო განათავსა და ყველას სასიამოვნო დღე უსურვა. გარდა ამისა, სინანული გამოთქვა, რომ მუსიკალური ფესტივალის - Wireless-ის ბილეთები არ აქვს, რომელიც ამ დღეებში ლონდონის ჰაიდ პარკში ტარდება და ეჭვი გამოთქვა, რომ ბერდება.
“ალბათ ვბერდები, რადგან შინ ყოფნა, საკუთარი დივანი, სადილი და ტელევიზორი ძალიან შემიყვარდა”, - დაწერა ტომასმა.