თამაშგარე

14:28 | 26.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

იმოჯენ ტომასმა ისევ გამოაჩინა

უელსელმა მოდელმა იმოჯენ ტომასმა, რომელმაც სახელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელთან, ცოლიან რაიან გიგზთან სექსუალური კავშირით გაითქვა, კვლავ გამოაჩინა თავისი მადისაღმძვრელი ფორმები - მეგობართან ერთად ჩრდილოეთ ლონდონში პარკში პიკნიკის დროს. ის პაპარაცებსაც არ მოერიდა, ჯერ შორტებით წარსდგა, მერე შამპანური და ხილი მიირთვა, შემდეგ კი საცურაო კოსტუმით პაპარაცები “დაშოკა”.
ისე ამ ცოტა ხნის წინ, ის შეამჩნიეს ყოფილ ბოიფრენდთან - “ტოტენჰემის” ფეხბურთელ ჯერმეინ დეფოსთან ერთად. როგორც ირკვევა, ამ წყვილს სექსუალური სეზონი 2009 წელს ჰქონიათ. ამჯერად, ისინი მაღაზიაში შეხვედრის დროს მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლნენ. რაიან გიგზის თავგზის ამბნევი ტომასი ამჟამად ერთ-ერთი ბრიტანული შოუს ტელევარსკვლავია.
 

ვიდეო

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.122352